20 ნოემბერი 2024,   22:24
ვრცლად
ტერორისტული დაჯგუფება, რომელიც კავკასიაში ფეხის მოკიდებით საქართველოსაც უქმნის საფრთხეს

აბუ მუჰამედ ალ ქადირი–ეს არის ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიაში ISIS-ის ე.წ პროვინციას უხელმძღვანელებს–ამის შესახებ განცხადება ტერორისტულმა დაჯგუფებამ დღეს გააკეთა.

ტერორისტულ დაჯგუფებას მხარდამჭერები დაღესტნიდან, ჩეჩნეთიდან, ყაბარდო–ბალყარეთიდან და ყარაჩაი–ჩერქეზეთიდანაც შეუერთდნენ.

საქართველოს ჩრდილოეთ საზღვართან  ISIS-ს მოახლოებას შინაგან საქმეთა სამინისტრო საზღვრების უფრო მკაცრი კონტროლით უპასუხებს.

გენშტაბის უფროსი კი აცხადებს, რომ ასეთი საფრთხის გასანეიტრალებლად ქვეყანას პარტნიორების დახმარება დასჭირდება.

ISIS არამხოლოდ დასავლეთს, არამედ რუსეთს, კავკასიაში ფეხის მოკიდებით კი საქართველოსაც უქმნის, მითუმეტეს, რომ ბოლო დროს სირიაში პანკისის ხეობიდან წამსველელთა რიცხვმა იმატა.

ავტორები: ნათია გოგსაძე, გიორგი ჩიკვილაძე, გიორგი პერტია. 

 

დღის ამბები