20 ნოემბერი 2024,   22:30
ვრცლად
თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო გამოძიება მტკვარში ცხედრის პოვნის ფაქტზე

თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო გამოძიება მტკვარში ცხედრის პოვნის ფაქტზე. წყალმა ცხედარი მშვიდობის ხიდთან გამორიყა. იდენტიფიცირების შედეგად დადგინდა, რომ ის არ არის სტიქიის შედეგად გარდაცვლილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მამაკაცი მტკვარში რამდენიმე დღის წინ გადახტა. 13 ივნისის სტიქიის დროს დაკარგულ სამ ადამიანს კი ისევ ეძებენ. სამძებრო სამუშაებმა მზიურისა და ზოოპარკის ტერიტორიის გარდა მტკვარზეც გადაინაცვლა. სამუშაოები მდინარის მთელ პერიმეტრზე მიმდინარეობს.

 
დღის ამბები