სვანიძის ქუჩაზე, მზიურსა და ზოოპარკში გაწმენდითი და სამძებრო სამუშაოები გრძელდება. ასევე მტკვარზეც მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები. ზოოპარკის ადმინისტრაციის განცხადებით, კვლავ დაკარგულად ითვლება ერთი ვეფხვი.
სვანიძის ქუჩაზე გაწმენდითი სამუშაოების დიდი ნაწილი დასრულებულია და უკვე მიმდებარე პერიმეტრი სუფთავდება, საიდანაც ასევე გააქვთ წყალდიდობის შედეგად ჩამოტანილი ხე-ტყე.