03 ოქტომბერი 2024,   00:43
ვრცლად
სუპერთასის მატჩზე ბილეთების გაყიდვის სტრატეგია ისევ უცნობია

ამ წუთებში ფეხბურთის ფედერაციაში შეხვედრა მიმდინარეობს. ამ შეხვედრის დროს ფედერაცია UEFA-ს მიაწვდის ინფორმაციას, თუ როგორ წარმოუდგენია სუპერთასის ბილეთების გაყიდვა. 

კონკრეტული სტრატეგია ფეხბურთის ფედერაციას არ გაუხმაურებია და შეხვედრაც დახურულ რეჯიმში მიმდინარეობს, თუმცა არსებობს ინფორმაცია, რომ ბილეთების დიდი ნაწილის, კერძოდ 24 000 ბილეთის, შეძენა ქართველი გულშემატკივრებისთვის biletebi.ge-ის მეშვეობით მოხდება. რაც შეეხება 6 000 ბილეთს, ამაზე გადაწყვეტილება UEFA-მ უნდა მიიღოს. 

სუპერთასის ბილეთების გაყიდვა კვლავ არ დაწყებულა. საიტი biletebi.ge გულშემატკივარს ამ სერვისს ჯერ კიდევ ვერ სთავაზობს.

UEFA-ს და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შორის ყველა შეთანხმების ვადაც უკვე გავიდა და სწორედ დღეს ფედერაციამ საბოლოოდ უნდა გამოაცხადოს, თუ რა გზით შეძლებენ ბარსელონა-სევილიას მატჩზე დასწრების მსურველები სტადიონზე მოხვედრას. 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები