19 ნოემბერი 2024,   22:40
ვრცლად
ინდოეთში კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამით საქართველოს ორი მოქალაქე დაინფიცირდა​

"დღის კურიერის" ეთერში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ღვთისიაშვილი აცხადებს, რომ ინდოეთში მყოფი საქართველოს ორი მოქალაქე კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამით დაინფიცირდა. 

"ყველამ კარგად ვიცით, რომ ინდოეთში რთული მდგომარეობაა, საელჩოს თანამშრომლები აგრძელებენ დისტანციურად მუშაობას.

საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ინდოეთში არიან, კოორდინაციაში არიან ჩვენთან და მათ ყურადღებას ვაქცევთ. ცხელი ხაზიც ამოქმედებულია.

ორ მათგანს აქვს კოვიდი, საელჩო ეხმარება მათ და ყოველდღიურ კონტაქტზე ვართ,"-აღნიშნა ალექსანდრე ღვთისიაშვილმა.

დღის ამბები