20 ნოემბერი 2024,   22:32
ვრცლად
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტზე სამუშაოები შეჩერებულია - 500-ზე მეტი მუშა გაიფიცა

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტზე სამუშაოები შეჩერებულია. დღეს დილიდან BP-ს ქვეკონტრაქტორი კომპანია ბეხტელ-ენკას 500-ზე მეტი მუშა გაფიცულია. 

მუშები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და ხელფასების მომატებას ითხოვენ.

როგორც გაფიცულებმა კურიერთან საუბრის დროს განმარტეს, ისინი თვეში მხოლოდ 2 დღის განმავლობაში ისვენებენ, რაც მათთვის მიუღებელია. 

კომპანიის ხელმძღვანელობაში კი განმარტავენ, რომ  მოლაპარაკებები BP-თან მიმდინარეობს. 

გაფიცული მუშები ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის გაფართოების პროექტზე მუშაობდნენ. 

კურიერის გადამღები ჯგუფი BP-ს წარმომადგენლებისგან კომენტარის გაკეთებას ელოდება, რის შემდეგაც მათ პოზიციას მოგაწვდით. 

დღის ამბები