"ერმაკოვის ბუტკები" ბათუმის საბაგიროსთან განათავსეს. გადაწყვეტილება ბათუმის მერიამ და მერმა გუშინდელი საზოგადოებრივი პროტესტის შემდეგ შეცვალა და ქალაქის ცენტრიდან ჯიხურების აღება გვიან ღამით დაიწყო.
როგორც დღეს ბათუმის მერმა, გიორგი ერმაკოვმა, განაცხადა, ჯიხურების ქალაქის ცენტრში არც მას მოეწონა.
ბათუმის მერიის გადაწყვეტილებით, ჯიხურები საბაგიროს ტერიტორიაზე სექტემბრამდე დარჩება. შემდეგ სად მოხდება გარემოვაჭრეების გადაყვანა, ცნობილი არ არის.
ბათუმის მერმა არ იცის, რა ფორმით მოხდება ჯიხურების შეცვლა.
ჟუნრალისტებთან საუბრისას ერმაკოვმა ჯერ აღნიშნა, რომ ჯიხურებზე ტენდერი გამოცხადდებოდა. შემდეგ კი ასევე თქვა, რომ ძველ ჯიხურებს ჰოლანდიური სტილის ჯიხურები შეცვლიდა.
უცნობია ადგილიც, თუ სუვენირებით მოვაჭრე მოქალაქეები შემოდგომიდან სად გადავლენ.
2 დღის განმავლობაში ბათუმის ცენტრში 1990-იანი წლების დროინდელი დიზაინის ჯიხურები იყო განთავსებული, რასაც საზოგადოების მხრიდან მკვეთრად უარყოფითი რეაგირება მოჰყვა.
ქალაქის ცენტრში ამ ჯიხურების ნახვით უკმაყოფილოები დარჩნენ ტურისტებიც, რომლებიც ამბობდნენ, რომ ჯიხურები ქალაქის არქიტექტურას არ შეესაბამებოდა.