20 ნოემბერი 2024,   22:38
ვრცლად
კლინიკაში 7 პატიმარი გადაიყვანეს

7 პატიმარი ერთი დღის განმავლობაში ერთსა და იმავე კლინიკაში გადაიყვანეს. შემთხვევა წუხელ მოხდა. თბილისში მდებარე კლინიკა ლანცეტში მსჯავრდებულები სხვადასხვა დიაგნოზით შეიყვანეს.

ისინი საავადმყოფოში სასჯელაღსრულების სხვადასხვა დაწესებულებებიდან გადაიყვანეს. მათ შორის უმეტესად არის თვითდაზიანებების შემთხვევები. ერთ-ერთი პატიმარი კლინიკაში წინასაოპერაციო კვლევებისთვის იმყოფებოდა.

7 პატიმრიდან ამ დროისთვის 6 გაწერილია. ანემიის დიაგნოზით ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება 1 მსჯავრდებული. არსებული ინფორმაციით, მას კლინიკიდან დღეს გაწერენ.  

 
დღის ამბები