ვაკე-საბურთალოს გზაზე მომხდარი ინციდენტის დროს დაჭრილ ახალგაზრდას ამ წუთებში გადაუდებელი ოპერაცია უტარდება. ის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი და დაზარალებულის ოჯახის ინტერესებიდან გამომდინარე ექიმები დამატებით კომენტარებს არ აკეთებენ.
როგორც ცნობილია დაზარალებული მხარშია დაჭრილი და მან დიდი რაოდენობით სისხლი დაკარგა. ექიმების თქმით მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
შეგახსენებთ, რომ შემთხვევა ვაკე-საბურთალოს გზაზე რამდენიმე საათის წინ მოხდა. ახალგაზრდებს შორის ჩხუბის შედეგად დაჭრილი მოქალაქე საავადმყოფოში მისმა მეგობარმა გადაიყვანა.