03 ოქტომბერი 2024,   17:21
ვრცლად
"დედაქალაქზე მზრუნველის" ნომინაციაში 10 გამარჯვებული გამოავლინეს

"თბილისობა 2014" დასასრულს უახლოვდება. თბილისის საკრებულოს შენობაში წელს პირველად გაიმართა "დედაქალაქზე მზრუნველის" დაჯილდოება. ნომინაციის ფარგლებში დედაქალაქზე მზრუნველი 10 პირი დააჯილდოვეს. მათ შორის ავტობუსის მძღოლი ქალი მარგარიტა ნაროუშვილი და სოციოლოგი თემურ გოცირიძე. 

დავით ნარმანიას თქმით, თბილისისთვის უანგაროდ მსახურება და წლების განმავლობაში გაწეული საქმიანობა იყო ის ძირითადი კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც მოხდა ნომინანტების შერჩევა.

თითოეული დაჯილდოვებული პირი არის ადამიანი, რომელმაც საკუთარ საქმეში დიდ წარმატებას მიაღწია და დედაქალაქის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა.

„დედაქალაქზე მზრუნველის“ ნომინაცია წელს დაარსდა, რისთვისაც საგანგებო მედალიონებიც შეიქმნა.

ქალაქის მერმა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დღესვე ღვინის კონკურსის გამარჯვებულებიც დააჯილდოვეს.

საცალო გაყიდვაში არსებული 300-მდე ღვინიდან ჟიურიმ გამარჯვებული 16 კატეგორიაში გამოავლინა.

თბილისის ისტორიულ უბნებში კი სადღესასწაულო ღონისძიებები გრძელდება. მეტეხის ხიდზე პანტომიმის თეატრის მსახიობები ცოცხალი ქანდაკებების წარმოდგენას მართავენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები