03 ოქტომბერი 2024,   00:35
ვრცლად
თამარაშვილის ქუჩაზე ახალგაზრდა ბიჭის დაჭრაში ბრალდებული პირი დაკავებულია

თამარაშვილის ქუჩაზე მომხდარი ჩხუბის ფაქტი, რომლის შედეგადაც ერთი ახალგაზრდა დაიჭრა გახსნილია. სამართალდამცველებმა განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით 1987 წელს დაბადებული დავით თ. დააკავეს. 

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე პატრულირებისას, კაფე „კოფეინის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე ახალგაზრდას შორის ფიზიკური დაპირისპირების ფაქტი შენიშნეს. ადგილზე მისვლისას გაირკვა, რომ ერთ-ერთ პიროვნებას სხეულზე ცივი იარაღით დაზიანება ჰქონდა მიყენებული. დაჭრილი ამ დროისთვის საავადმყოფოშია გადაყვანილი. დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლით ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს. 

 
 
ამავე თემაზე
დღის ამბები