ძველი თბილისის რაიონის აბო თბილელის ქუჩის 4 ნომერში მოსახლეობა საცხოვრებელი სახლის შეცვლას ან გარემონტებას ითხოვს.
მათი განცხადებით სახლი უკვე საცხოვრებლად უვარგისია.
შენობაში დაზიანებულია სახურავი, კედლების ნაპრალები კი ყოველდღიურად იზრდება. ადგილზე დღეს თბილისის განვითარების ფონდის წარმომადგენელიც იმყოფებოდა, რომელიც ადგილობრივებს საქმის შესწავლას დაჰპირდა.