ციხის საბადრაგო სამსახურმა 24 საათის განმავლობაში საავადმყოფოში 7 მსჯავრდებული სხვდასხვა დაწესებულებიდან გადაიყვანა.
მეშვიდე მკაცრი რეჟიმის საპატიმრო დაწესებულებიდან კი თვითდაზიანებებით კლინიკაში 3 პატიმარი მოხვდა. ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობას ამ დრომდე განაგრძობს ერთი პატიმარი.
რატომ გახდა ერთ ღამეში 7 პატიმრის საავადმყოფოში გადაყვანა აუცილებელი ეს კითხვა ამ დრომდე უპასუხოდ რჩება. სასჯელაღსრულების სამინისტროში კი განმარტავენ, რომ ბრალდებულებიდან თვითდაზიანება მხოლოდ სამმა პატიმარმა მიიყენა. მიზეზად მათი მოთხოვნების შეუსრულებლობას ასახელებენ.
რა ნივთებით მიიყენეს მსჯავრდებულებმა თვითდაზიანებები უცნობია სახლხო დამცველის მოადგილისთვისაც. ომბუდსმენის აპარატი მეშვიდე დაწესებულებაში მომხდარ ფაქტს უკვე სწავლობს.
ავტორი: დავით ქაშიაშვილი