20 ნოემბერი 2024,   22:35
ვრცლად
ქართული მანჰეტენი ვერეს ხეობაში-პროექტი, რომელიც ფინანსთა მინისტრს წარუდგინეს

სტიქიიდან 13 დღის შემდეგ ვერეს ხეობაში მაღალსართულიანი საცხოვრებელი სახლების, ბიზნესთაუერებისა და რეკრეაციული ზონების მშენებლობის თაობაზე მსჯელობა აქტიურად დაიწყო. არასამთავრობო ორგანიზაცია ”ბიზენსპალატის” ხელძღვანელმა პროექტის იდეა სხვადასხვა დარგის სპეციალისტებს წარუდგინა. მისი თქმით, მდინარის კალაპოტის აღდგენისა და დამბების მშენებლობის შემდეგ, მანჰეტენის ტიპის პროექტი დედაქალაქის ეკონომიკური პერსპექტივისთვის აუცილებელია.

პროექტის ღირებულება მილიარდ 400 მილიონს აღწევს. იდეის ავტორი ირწმუნება, რომ პროექტის განსახორცეიელებლად ინვესტორები ამერიკიდან, დანიიდან, უკრაინიდან და რუსეთიდან სრულ მზადყოფნას გამოხატავენ.

შეხვედრას ადასტურებენ ფინასნთა სამინისტროში, თუმცა მათი განმარტებით მინისტრმა იდეა მხოლოდ მოისმინა და საკითხზე მსჯელობა არ ყოფილა. მერიაში ოფიციალურ განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც ნათქვამია, რომ ოფიციალურად პროექტი არავის წარუდგენია. მერის მოადგილე დიმიტრი ქუმსიშვილი კი ამბობს, რომ ინფორმაცია მხოლოდ პარკის მშენებლობაზე აქვს.

ქართული მანჰეტენის გაშენების იდეას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან გარემოს დამცველები და არასამთავრობო ორგანიზაციები. ვერეს ხეობაში მასშტაბური მშენებლობა არ მოსწონთ თბილისის საკრებულოშიც.

ავტორი სოფო ვარდიაშვილი

 

ამავე თემაზე
დღის ამბები