ბაქოს პირველ ევროპულ თამაშებზე საქართველოს დელეგაციამ პირველი ოქროს მედალი მოიპოვა.
81 კგ. წონით კატეგორიაში, ევროპის საუკეთესო ძიუდოისტმა ავთანდილ ჭრიკიშვილმა რუსი ივან ნიფონტოვი დაამარცხა და პირველი თამაშების გამარჯვებული გახდა.
ამ გამარჯვებით საქართველომ მედლების საერთო ჩათვლაში 22-ე ადგილზე გადაინაცვლა.
დღესვე ბაქოში 73 კილიგრამ წონით კატეგორიაში ნუგზარ ტატალაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.