19 ნოემბერი 2024,   21:34
ვრცლად
"გაგლიჯა მავთულხლართები და გაიქცა, დაედევნენ რუსები, ესროდნენ, დაიჭირეს და მაგრად სცემეს" - საოკუპაციო ხაზთან მომხდარი ინციდენტის დეტალები

რა მოხდა საოკუპაციო ხაზთან - სოფელ დიცის მცხოვრებლები "კურიერს" უყვებიან, რომ საოკუპაციო ღობე ავტომანქანამ გაანგრია. ადგილობრივების თქმით, ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსულ პირს უკან მიბრუნებისას საოკუპაციო ძალის წარმომადგენლები დაედევნენ, დაიჭირეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. საუბარია იმაზეც. რომ აღნიშნული ავტომობილის მიმართულებით რუსმა ოკუპანტებმა გაისროლეს კიდეც.

მან საოკუპაციო ღობის კარი მოგლიჯა და საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდა.

"მავთულხლართები შეუნგრევიათ და წასულან. შემდეგ რუსებს დაუჭერიათ ოსები და წაუყვანიათ, სად წაიყვანეს არ ვიცი. აქედან რომ წავიდა მთვრალი იყო, გაგლიჯა მავთულხლართები და წავიდა მაღლა, რუსები დაედევნენ, დაიჭირეს და მაგრად სცემესო. გაქცეულა, რუსები გაკიდებიან, სროლა დაუწყიათ და იმათაც გაქცევია," - აცხადებს სოფელ დიცის მცხოვრები ამალია მძინარაშვილი.

როგორც ირკვევა, შემთხვევის შემდეგ, მძღოლი ადგილობრივებსაც გამოელაპარაკა. პარალელურად კი საოკუპაციო ძალებში განგაში გამოცხადდა.

დღის ამბები