საქართველოში ვაქცინაცია, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ოფიციალური მონაცემებით, ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით, სულ 55 ათასამდე აცრაა ჩატარებული. საიდანაც ორივე დოზა 9 000-მდე ადამიანმა უკვე მიიღო.
რაც შეეხება კონკრეტულად Sinopharm-ით ვაქცინაციას, ის საქართველოში უკვე მე-5 დღეა მიმდინარეობს, საქართველოს მასშტაბით ადგილები სრულად დაჯავშნილია და ვაქცინაციის პროცესი გართულებების გარეშე მიმდინარეობს.