COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით კიდევ ერთი სასულიერო პირი აიცრა. ამჯერად ვაცინაციის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელში მღვდელმა მირან მესხაძემ გაავრცელა, რომელიც ჭყონდიდის ეპარქიის სასულიერო პირია.
"ნოემბერში ვირუსის მძვინვარების დროს, როდესაც COVID-19 დამიდგინდა, ძალიან ვინერვიულე იმაზე რომ რისკჯგუფში მყოფ ოჯახის წევრსაც ხომ არ გადავდე ავადმყოფობა.
ასეთი რისკების, რომ არ გავხდეთ ინფიცირების წყარო და შევინარჩუნოთ ჩვენც ჯანმრთელობა, გამოსავალია - ვაქცინაცია.
არ შეიძლება მეცნიერებასა და პროგრესს ებრძოდეს ადამიანი ობსკურანტული, ბნელი, ორღობის ჭორებით," - წერს მირიან მესხაძე ფეისბუკზე.