03 ოქტომბერი 2024,   17:22
ვრცლად
მზადება მოდის კვირეულისთვის

ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზი იდეალური სივრცეა იმისთვის, რომ სტუმრებმა ანუკი არეშიძის 2015 წლის გაზაფხული-ზაფხულის რომანტიკული, ნაზი ქალი გაიცნონ. 6 ტიპის სხვადასხვა ფეხსაცმელი, ხელით ნამუშევარი, ნაქარგი და ორგანზის ქსოვილის დეტალები - კოლექციაზე ანუკიმ 6 თვეს იმუშავა.

თამუნა ინგოროყვამ კოლეციის ჩვენება სასტუმრო "რუმსის" შიდა ეზოში გადაწყვიტა. მინიმალისტური, შეკრული სივრცე სიმყუდროვეს და სიმშვიდეს ქმნის. დიზაინერის ახალ სამოსში გამოწყობილი ქალიც მშვიდი და ღირსეულია.

ავთანდილ ცქვიტინიძის ჩვენების ადგილი ”შატო მუხრანში” დარბაზების დამაკავშირებელი დერეფანია. ტრადიციული ქართული გარემო სანთლებით, ხალიჩებით, ვაზისა და ყურძნის დეკორაციებით - რომანტიკულ ატმოსფეროში ავთანდილი მშვიდ, სევდიან ქალს გაგვაცნობს.

სამი განსხავებული სივრცის გარდა, თბილისის მოდის კვირეულის ძირითად ნაწილს "დიზაინ ცენტრი" მასპინძლობს.

ახალი სივრცის მასშტაბები და ერთმანეთისგან გამოყოფილი დარბაზები მოდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილ ჩვენებებს, მასტერკლასებს, გამოფენებს, შოუ-რუმებსა და წვეულებებს შეითავსებს.

დღის ამბები