მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ქედაში. ბათუმი-ახალციხის გზის დოლოგანის მონაკვეთზე ოპელის მარკის ავტომობილი სატვირთო მანქანას შეეჯახა.
გარდაცვლილია 31 წლის მამაკაცი. დაშავდა ოთხი ადამიანი, მათგან ორის მდგომარეობა მძიმეა. ისინი რეანიმაციულ განყოფილებაში არიან მოთავსებული.
ავარიის გამომწვევი მიზეზი, სავარაუდოდ, გადაჭარბებული სიჩქარეა.
მომხდარის გამო ცენტრალურ მაგისტრალზე თითქმის ორი საათი მოძრაობა შეფერხებული იყო.