20 ნოემბერი 2024,   22:32
ვრცლად
აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა კახის ტერიტორიაზე წმინდა გიორგის ეკლესიაში არქიმანდრიტი დემეტრე არ შეუშვეს

აზერბაიჯანის საელჩოსთან არქიმანდრიტ დემეტრეს კახის ტერიტორიაზე არშეშვების გამო აქცია გაიმართა.

აქციის წევრების თქმით, მამა დემეტრე, რომელიც 4 წლის განმავლობაში კახის წმინდა გიორგის ეკლესიაში მსახურებდა, 21 ივნისს აზერბაიჯანის საზღვარზე არ გაატარეს.

მღვდელს განუმარტეს, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე საქმიანობისთვის მას ქვეყნის მოქალაქეობის მიღება სჭირდება.

შეკრებილებმა აქციაზე არქიმანდრიტის ისტორიული ჰერეთის ტერიტორიაზე შეშვება ან მისთვის ორმაგი მოქალაქეობის მინიჭება მოითხოვეს და ამისთვის ხელმოწერების შეგროვებაც დაიწყეს.

 
დღის ამბები