03 მაისი 2024,   17:06
ვრცლად
ინდოეთში არსებულ სიტუაციას ჯანმო აპოკალიფსს უწოდებს - ქვეყანაში ყოველდღიურად 4000-მდე ადამიანი იღუპება

ინდოეთში კვლავ საგანგაშო ეპიდემიოლოგიური ვითარებაა, სადაც ორმაგი მუტაციის მქონე შტამს ანტისხეულები ვერ ამარცხებს. ჯერჯერობით კვლევის პროცესშია, მოქმედებს თუ არა ვაქცინა "ბი ერთი 617-ის" წინააღმდეგ.

აპოკალიფსი - ასე უწოდებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოსახლეობის სიდიდით მეორე ქვეყანაში არსებულ მძიმე ვითარებას, სადაც კორონავირუსით გარდაცვლილთა ცხედრებს უკვე მდინარეში ყრიან. გაგნგმა უკვე რამდენიმე ათეული ცხედარი გამორიყა. გარდაცვლილებს მდინარეში კრემაციისა და დამკრძალავი კოცონის მაღალი ღირებულების გამო ყრიან.

ინდოეთში ინფიცირებულთა რაოდენობა უკვე ორი კვირაა, დღეში 300 000-ს სცდება. ყოველდღიურად ქვეყანაში 4000  ადამიანი იღუპება. 

 

დღის ამბები