20 ნოემბერი 2024,   22:23
ვრცლად
სვანიძის ქუჩის მცხოვრებლები მერიას უყურადღებობაში ადანაშაულებენ

სვანიძის ქუჩის მცხოვრებლები თბილისის მერიას უყურადღებობაში ადანაშაულებენ. სტიქიისგან დაზარალებულების მტკიცებით, მათი ქონების აღწერა ამ დრომდე არ მომხდარა.

მოსახლეობა დაზარალებული ოჯახების მერიაში არსებული სიის ხელოვნურად გაზრდაზეც საუბრობს.

ხალხი ასევე შიშობს, რომ ქველმოქმედების შედეგად გაღებული თანხა არასათანადოდ იქნება გამოყენებული.

პარალელურად, სვანიძის ქუჩის მოსახლეობამ თავად ჩამოაყალიბა დაზარალებულთა კომიტეტი და ინვენტარიზაციის პროცესიც დაიწყო.

მონაცემების მერიისთვის მიწოდება რამდენიმე დღეში იგეგმება.

„თურმე, 500 კაცი ყოფილა დაზარალებული სვანიძის ქუჩაზე. ეს ძალიან გაბერილი რიცხვია. ჩვენ არავის მივცემთ უფლებას, რომ დაზარალებულთა ხარჯზე ვინმემ ჯიბე გაისქელოს,“ - აცხადება თამაზ ელიზბარაშვილი. 

 
დღის ამბები