სხვადასხვა დარგის სპეციალისტები დღეს სპეციალური აპარატურით 13 ივნისის სტიქიის განმეორების საფრთხეს ადგენდნენ. სამუშაოები იმ ტერიტორიაზე მიმდინარეობს, სადაც მეწყერი ჩამოწვა.
გეოლოგები, გეოდეზისტები, სეისმოლოგები და სხვა სპეციალისტები ცდილობენ, დაადგინონ, საშიშროება რამდენად დიდია.
წინასწარი შეფასებით, კოჯორი-ბეთანიის გზაზე ქანები ჯერ ისევ მოძრავია, რომელიც შესაძლებელია, მცირე მიწისძვრის ან ძლიერი წვიმის დროს დაიძრას.
გრუნტის აგებულების შესახებ მიღებულ ზუსტ დასკვნამდეც დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებათა ინსტიტუტის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მდგომარეობა სახიფათოა და მეწყერის განმეორების საშიშროება ამ ტერიტორიაზე საკმაოდ დიდია.
მასშტაბის დასათვლელად და სრულყოფილი დასკვნის დასადებად სპეციალისტებს უფრო უკეთესი აპარატურა სჭირდებათ, რომელიც საქართველოში ჯერ-ჯერობით არ არსებობს.
ავტორები: ეკა გაგუა, ლევან კალანდია.