საფრანგეთში საქართვლოს ყოფილი ელჩის, მამუკა კუდავას, განცხადებით, სუპერ პუმების გარდა, ხელისუფლებას ე.წ. B3 ტიპის ვერტმფრენებიც ჰყავს, რომლებიც სტიქიების დროს გამოიყენება. თუმცა, საქართვლოს მთავრობამ ეს ვერტმფრენები არ გამოიყენა.
ამის შესახებ კუდავამ რუსთავი2-თან ისაუბრა.
„ის იქნებოდა ყველაზე ადეკვატური წყალდიდობისას, რადგანაც არის მცირე ზომისა და თავისუფლად შეეძლო სახურავზე მყოფი ადამიანების შველა ძალიან ცუდ პირობებშიც კი,“ - ამბობს კუდავა.
კუდავას თქმით, ხელისუფლებამ 2012 წლის შემდეგ ჩვენი პილოტები და ტექნიკური პერსონალი მოსამზადებლად მარსელში ბაზაზე არ გაგზავნა, რაც იყო კონტრაქტში და რომლის ფულიც წინა ხელისუფლების დროს იქნა გადახდილი.
„ამის გამოუყენებლობა, ჩემი აზრით, არის არამხოლოდ გულგრილობა, არამედ კონტრაქტის დარღვევაც და დანაშაულიც,“ - ამბობს კუდავა.