"ვეფხვის კვალი არა ჩანს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ის ცოცხალია," - ამის შესახებ ზოოპარკის დირექტორი, ზურაბ გურიელიძე, აცხადებს.
ზურაბ გურიელიძე კურიერთან ზოოპარკში არსებულ არარეგისტრირებული ცხოველების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასაც პასუხობს და ამბობს, რომ მას არ ესმის, რაში სჭირდება ზოოპარკს არარეგისტრირებული ცხოველები.
ზოოპარკის დირექტორი ამბობს, რომ ზოოპარკში ძირითადი სამუშაოები დასრულდა. თუმცა, ჯერ კიდევ ბევრია ტერიტორიაზე გასაკეთებელი. მათ შორის ბეჰემოტისთვის ვოლიერის მშენებლობის სასწრაფოდ აშენებაც გახლავთ.
რაც შეეხება ზოოპარკის გადატანის საკითხს, ზურაბ გურიელიძე ადასტურებს, რომ ამის თაობაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.