”ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის” – ამ პროგრამით უკვე რამდენიმე წელია, აზერბაიჯანულენოვან სოფლებში ქართულს ასწავლიან.
2011 წლიდან პედაგოგები არაქართულენოვან სკოლებში სახელმწიფო ენის ფლობის დონის ასამაღლებლად მიავლინეს.
სამცხე-ჯავახეთსა და მარნეულის სოფლებში დღეის მონაცემებით 200-მდე მასწავლებელია მივლინებული. სახელმწიფო ენაზე მეტყველებასა თუ სიმღერას პედაგოგები სულ ქვეყნის მასშტაბით 45 ათასამდე მოზარდს ასწავლიან.
ავტორები: ელენე ფირცხალაიშვილი, თამაზ თხილიშვილი.