ქუთაისის მე–7 საჯარო სკოლის 900–მდე მოსწავლე ახალი სასწავლო წლიდან თანამედროვე სტანდარტების სპორტულ დარბაზში გააგრძელებს ვარჯიშს.
განახლებული სპორტული დარბაზი განათლების მინისტრმა დაათვალიერა. თამარ სანიკიძე სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეხვდა. ქუთაისის მე–7 საჯარო სკოლაში ბოლო პერიოდში გარდა სპორტული დარბაზისა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა საკლასო ოთახებს - წელს კი სკოლას სამედიცინო ოთახიც შეემატა.