20 ნოემბერი 2024,   22:23
ვრცლად
საბერძნეთი საგარეო ვალის შესახებ რეფერენდუმის ჩასატარებლად ემზადება

საბერძნეთი საგარეო ვალის შესახებ 5 ივლისს რეფერენდუმს ჩაატარებს. გადაწყვეტილება ქვეყნის პარლამენტმა მიიღო. მოსახლეობამ პასუხი უნდა გასცეს შეკითხვას – უნდა გადაიხადოს თუ არა ქვეყანამ წლების განმავლობაში დაგროვილი მრავალმილიარდიანი კრედიტი, რომელიც ათენს დეფოლტის თავიდან ასაცილებლად ევროკავშირმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გამოუყვეს. სავალუტო ფონდის ხელმძღვანელმა იმედი გამოთქვა, რომ ათენი დააკმაყოფილებს კრედიტორების მოთხოვნას და საგარეო ვალს სამშაბათამდე დაფარავს, როგორც ამას შეთანხმება მოითხოვს. საბერძნეთის პრემიერმა კი მოუწოდა მოსახლეობას არ დაემორჩილოს საერთაშორისო კრედიტორების მოთხოვნას და რეფერენდუმის საშუალებით საგარეო ვალის გადახდაზე უარი თქვას.

ოპოზიცია კი ფიქრობს, რომ რეფერენდუმის შედეგები საბოლოო ჯამში ქვეყანას ევროზონიდან გასვლამდე მიიყვანს.

დღის ამბები