სტიქიის შედეგად დატბორილ ზოოპარკში მძიმე ტექნიკამ მუშაობა დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაცია "კურიერს" ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ მიაწოდა. მისი განცხადებით, ზოოპარკის ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკის მუშაობა საჭირო აღარ არის და ვოლიერების გაწმენდას ზოოპარკის თანამშრომლები უზრუნველყოფენ.
"ტექნიკა გავიდა, გასასუფთავებელია ტერიტორია და წესრიგშია მოსაყვანი. თუ იქნება საჭირო ვთხოვთ დახმარებას და დაგვეხმარებიან. აქ სულ ხელით არის სამუშაო. ამ ვოლიერებში არიან ცხოველები და აქედან გამომდინარე სამუშაოებს ჩვენი თანამშრომლები შეასრულებენ,"- აცხადებს ზურაბ გურიელიძე.