თითქმის ერთთვიანი დუმილის შემდეგ დღეს სხალთის ეპისკოპოსმა ნინოწმინდის ბავშვთა სახლის ირგვლივ ატეხილ ხმაურზე პირველად ისაუბრა. სასულიერო პირი მიიჩნევს, რომ თავშესაფარში არასრულწლოვნების პირობები იდეალურია და ნინოწმინდის ბავშვთა სახლი დისკრედიტაციის ობიექტი გახდა. მეუფე სპირიდონისთვის მიუღებელია ადგილზე სახალხო დამცველის წარმომადგენლების შეშვება, რადგან, ეპისკოპისის აზრით, ომბუდსმენის აპარატი ძირითადად რელიგიის დისკრედიტაციით არის დაკავებული.
57 ბავშვის მდგომარეობა, რომელთაც მეუფის გადაწყვეტილებით, გარე სამყაროსთან ურთიერთობა ეკრძალებათ, ამ დრომდე გაურკვეველია. პანსიონატში შექმნილი ვითარების შესწავლას ხელისუფლებისგან გაეროს ბავშვთა ფონდი უკვე რამდენიმე დღეა ითხოვს.
მესამე სექტორი ნინოწმინდის ბავშვთა სახლის ირგვლივ შექმნილ სიტუაციას კრიტიკულად აფასებს. ორგანიზაციაში "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" ამბობენ, რომ აღსაზრდელებმა არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით პირველი მინიშნებები ჯერ კიდევ 2015 წელს გააკეთეს.
ნინოწმინდაში აღსაზრდელების სავარაუდო მძიმე მდგომარეობა და თავშესაფრის ჩაკეტილი კარი დღეს თბილისში მდუმარე აქციით სამოქალაქო აქტივისტებმა გააპროტესტეს.
ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში არსებული მდგომარეობა აქტუალური "კურიერის" ეთერში გასული სიუჟეტის შემდეგ გახდა.