სტიქიიდან 2 კვირის შემდეგ დაზარალებული მოქალაქეები ამბობენ, რომ მათთვის მიყენებული ზარალი მერიას არ დაუთვლია და არც ის იციან რა ფორმით მოხდება მათთვის დახმარების აღმოჩენა.
სვანიძის ქუჩის მაცხოვრებლები "კურიერთან" ყვებიან, რომ სტიქიის ზონაში ყოველდღიურად მიდიან იმის იმედით, რომ მათთან სპეციალური სამსახურების წარმომადგენლები მივლენ და ზარალს დაითვლიან, თუმცა უშედეგოდ.
"არავინ არ მოსულა. არაფერი აღუწერიათ, დასაწოლი მე არ მაქვს, პენსიის წიგნაკი, პირადობა თეთრეული საწოლი, წყალი, რომ დავლიო ჭიქაც არ მაქვს,"- აცხადებს ერთ-ერთი დაზარალებული.
სტიქიით დაზარალებული მოქალაქეეების განცხადებებს თბილისის მერი გამოეხმაურა. დავით ნარმანია აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტს სრული ინფორმაცია აქვს იმის შესახებ თუ რა დანაკარგი განიცადეს მოქალაქეებმა წყალდიდობის დროს.
"სვანიძის ქუჩაზე აღწერა დასრლებულია. დანაკარგების შესახებ ინფორმაცია უკვე გვაქვს. შესაბამისი სამსახურები ანკეტურ გამოკითხვას აკეთებდნენ. შეფასებულია ზარალი,"- განაცხადა დავით ნარმანიამ.
სტიქიის ზონებში ამ დრომე რჩება მძიმე ტექნიკა და მიმდინარეობს დასუფთავების სამუშაოები.