26 აპრილი 2024,   15:51
ვრცლად
ისრაელელი სამხედროების განცხადებით, სირიამ მათი მიმართულებით 3 რაკეტა გაისროლა

ისრაელელმა სამხედროებმა სირიის მხრიდან დაბომბვის შესახებ განაცხადეს. გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის მიმართულებით სირიამ 3 რაკეტა მას შემდეგ გაუშვა, რაც ლიბანის ტერორისტულმა ორგანიზაცია "ჰეზბოლამ" განაცხადა, რომ მათი ერთ-ერთი წევრი ისრაელის მიერ საზღვარზე გახსნილი ცეცხლის შედეგად გარდაიცვალა.

ისრაელელი სამხედროების განცხადებით, სირიამ მათი მიმართულებით 3 რაკეტა გაუშვა, ერთი რაკეტა ისე ჩამოვარდა, ისრაელის საზღვრს ვერ მიაღწია.

ამასთან, რაკეტების გაშვების შედეგად ღია ცის ქვეშ მხოლოდ ერთმა განგაშის ზარმა იმოქმედა.

დღის ამბები