ლაგოდეხის რაიონის ფოფელ თელას მოსახლეობა სუფთა წყლის, გზისა და ახალი ელექტროხაზების მოთხოვნით აქციას მართავს. აქციის მოანწილეები აცხადებენ, რომ შესაძლოა მოსავლის გარეშე დარჩნენ. ადგილობრივების უკმაყოფილების მიზეზი ხევია, რომლითაც სოფელს წყალი მიეწოდება, მათი მტკიცებით მისი გაწმენდა რამდენიმე წელია არ მომხდარა.
ისინი ასევე განმარტავენ, რომ საავტომობილო გზა რთულ მდგომარეობაშია და თუ პრობლემა დროულად არ მოგვარდება სოფელთან დამაკავშირებელ გზაზე გადაადგილება სრულიად შეუძლებელი იქნება. გარდა ამისა მოსახლეობა ელექტროგადამცემი ხაზების სიძველეზეც საუბრობს რაც მათი თქმით ადგილობრივებს პრობლემებს უქმნის.
აქციის მონაწილეები ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებენ. დღეს მათ ლაგოდეხის რაიონის გამგებელი შეხვდა. კახა ჯამბურიას განცხადებით წყლის პრობლემა სოფელში მალე მოგვარდება, ელექტროხაზების მოგვარებას კი 1 თვე დასჭირდება. ჯამბურიას განცხადებით საავტომობილო გზის რეაბილიტაციას 6-დან 12 თვემდე დასჭირდება და პროექტი უკვე მუნიციპალური განვითარების ფონდს აქვს გადაგზავნილი.