გეი აღლუმი შეერთებულ შტატებში სროლით დასრულდა. ინცინდენტი სან–ფრანცისკოში მოხდა.
პოლიციის ინფორმაციით, იმ ადგილას, სადაც აღლუმი მიმდინარეობდა, რამდენიმე ახალგაზრდას შორის ჩხუბი დაიწყო, რის შემდეგაც მათ უკვე ცეცხლი გახსნეს.
შედეგად დაშავდა ერთი ადამიანი, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი. პოლიციამ ადგილზე რამდენიმე ახალგაზრდა დააკავა.
გამოძიების ინფორმაციით, ინცინდენტის მოტივი სექსუალური უმცირესობის თემასთან კავშირში არ არის.