20 ნოემბერი 2024,   22:30
ვრცლად
ერევანში პროტესტი გრძელდება-აქციის მონაწილეები პრეზიდენტს მათ მოტყუებაში ადანაშაულებენ

ერევანში საპროტესტო აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი გაკრკვეულწილად დათმობაზე წავიდა, მომიტინგეები აქციების გაგრძელებას გეგმავენ.

სერჟ სარქისიანმა განაცხადა, რომ ელექტროენერგიის მომატებული ტარიფის ფასნამატს სახელმწიფო დააფინანსებს, იქამდე ვიდრე "ელექტრომომმარაგებელ კომპანიაში" ჩატარებული აუდიტის დასკვნა არ მომზადდება.

მომიტინგეები აცხადებენ, რომ მთავრობას მათი მოტყუება სურს. მათი თქმით, სარქისიანის ინიციატივა მხოლოდ დროებითი ზომაა და სანქციები იქამდე გაგრძელდება ვიდრე მთავრობა გრძელვადიან გადაწყვეტილებას არ მიიღებს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები