20 ნოემბერი 2024,   22:25
ვრცლად
"ზარალის დათვლა დავასრულეთ ახლა კომპენსაციაზე ვმუშაობთ,"- ვაკის რაიონის გამგებელი

"ზარალის დათვლა დავასრულეთ, ახლა კომპენსაციაზე ვმუშაობთ,"- ეს განცხადება "კურიერთან" საუბრის დროს ვაკის რაიონის გამგებელმა ლაშა აბაშიძემ გააკეთა. 

აბაშიძის განცხადებით მუნიციპალიტეტი მუშაობს წესზე, რომლის მიხედვითაც მოხდება დაზარალებულებისთვის ზარალის ანაზღაურება .

"მუშავდება წესი, რომლის მიხედვითაც მოხდება მათთვის ზარალის ანაზღაურება. შემდგომში ეს წესი მოსახლეობას წარედგინება და დამტკიცდება. ამის შემდეგ ზარალის ანაზღაურების პროცესი დაიწყება,"- აცხადებს ვაკის რაიონის გამგებელი ლაშა აბაშიძე. 

 

 

 

 
ამავე თემაზე
დღის ამბები