20 ნოემბერი 2024,   22:31
ვრცლად
4 საათიანი მუშაობის შემდეგ მაშველებმა სტიქიის დროს დაკარგული მანქანა წყლიდან ამოიყვანეს

4 საათზე მეტი დასჭირდათ მაშველებსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს მდინარე მტკვრისა და ვერეს შესართავთან ნაპოვნი მანქანის ამოსაყვანად.

სტიქიისგან დაზიანებული ავტომანქანის ამოყვანა სულ რამდენიმე წუთის წინ გახდა შესაძლებელი. პროცესში ჩართული იყო მძიმე ტექნიკაც. 

"ავტომანქანა გვირაბიდან გამოყვანილია, სამაშველო ოპერაცია დასრულდა. მაშველებს მადლობას ვუხდი, რომლებმაც ამ ოპერაციის წარმატებით დასრულებისთვის ყველაფერი გააკეთეს,"- განაცხადა დავით ნარმანიამ.  

 

 

 
ამავე თემაზე
დღის ამბები