20 ნოემბერი 2024,   22:30
ვრცლად
ერევანში ვითარება იძაბება - პოლიცია აქციის მონაწილეებს დაშლისთვის დროს აძლევს

ათდღიანი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ ერევნის პოლიცია დღეს ქალაქში წესრიგის აღსადგენად ემზადება.

პოლიციის უფროსი მოუწოდებს მომიტინგეებს დაშალონ ბაგრამიანის მოედანზე ბარიკადები და გზა გახსნან.  პოლიცია აქტივისტებს თავისუფლების მოედანზე დაბრუნებას სთხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ძალოვანი უწყება 23:00 საათიდან  კანონის თანახმად დაიწყებს მოქმედებას, ხოლო კანონდამრღვევები დაისჯებიან.

პოლიციის უფროსი აცხადებს, რომ ბოლო 6 დღის განმავლობაში პოლიციას დემონსტრანტები არ დაურბევია და მათ საკუთარი პოზიციის გამოხატვის საშუალებას აძლევდა, თუმცა დღეს, როდესაც პრეზიდენტი გარკვეულ დათმობაზე წავიდა და ელექტროენერგიის ტარიფის ფასნამატის ბიუჯეტიდან დაფინანსებას დაჰპირდა, მიტინგის გაგრძელების აუცილებლობა აღარ არსებობს.

 
ამავე თემაზე
დღის ამბები