19 ნოემბერი 2024,   21:21
ვრცლად
მიმდინარე კვირიდან ტურიზმის სექტორში დასაქმებული პირების ორგანიზებული ვაქცინაცია დაიწყება - ნათია თურნავა

ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, ამ კვირიდან ტურიზმის სექტორში დასაქმებული პირების ორგანიზებული ვაქცინაცია დაიწყება.

ამასთან, როგორც მინისტრმა აღნიშნა, ტურიზმის აღდგენის ტენდენცია სახეზეა.

"ხედავთ ქალაქის ქუჩებში სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ ტურისტებს. პრაქტიკულად, ყოველკვირეულად შემოგვდის განაცხადები ახალი ფრენების დაწყებაზე ან ადრე არსებული ფრენების აღდგენაზე.

მნიშვნელოვანი იყო გადაწყვეტილება, როდესაც ჩვენ ტურიზმის სექტორი ვაქცინაციის პრიორიტეტულ სიაში შევიყვანეთ. დღეის მდგომარეობით უკვე 2000-მდე მოთხოვნა არის რეგისტრირებული ტურიზმის ადმინისტრაციის სისტემაში, რომელიც ჩვენ გადავეცით ჯანდაცვის სამინისტროს და უკვე ამ კვირიდან დაიწყება ორგანიზებული ვაქცინაცია სწორედ იმ ადამიანების, ვინც ტურიზმის სექტორშია დასაქმებული," - განაცხადა ნათია თურნავამ.

დღის ამბები