20 ნოემბერი 2024,   22:24
ვრცლად
მოტყუებული ტაქსის მძღოლი და იძულებითი ნარკოლოგიური შემოწმება-რა გახდა ლევან აბზიანიძის გარდაცვალების მიზეზი

17 ივნისს, დაახლოებით შუადღის 14:30-ზე ლევან აბზიანიძეს ტაქსში რამდენიმე მამაკაცი ჩაუჯდა. უცნობებმა მას ქუთაისიდან წყალტუბოში წაყვანა სთხოვეს. იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის პოლიციის მთავარ სამმართველოში მოტყუებით მიყვანილი ტაქსის მძღოლი, ცოტა ხანში ნარკოლოგიური შემოწმების გასავლელად დისპანსერში გადაიყვანეს.

მშობლის მონათხრობზე დაყრდნობით, ჯგუფ ”სეიშენის” სოლისტი ლაშა აბზიანიძე ამტკიცებს, რომ ექსპერტიზის ჩასატარებლად მამამისს შარდმდენი პრეპარატების მიღება აიძულეს.

საბოლოოდ ლევან აბზიანიძეს ნარკოტიკული თრობა არ დაუდგინდა. სახლში დაბრუნების შემდეგ ლევან აბზიანიძისთვის სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო, რომელიც გამოძახებიდან ზუსტად ოთხ წუთში მივიდა, თუმცა მათ მიერ გატარებულმა რეანიმაციულმა ზომებმა შედეგი ვერ გამოიღო. ლევან აბზიანიძე გარდაიცვალა.

მიუხედავად იმისა, რომ ლევან აბზიანიძის გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია, მომხდარს არასამთავრობო ორგანიზაციების პროტესტი მოჰყვა. ისინი განმარტავენ, რომ ბევრ დარღვევასთან ერთად, სამართალდამცავებს ეჭვმიტანილისთვის არანაირი მედიკამენტის მიწოდების უფლება არ აქვთ, შესაბამისად პოლიციელები ვალდებულნი არიან შესამოწმებელი პირისგან ბიოლოგიური მასალის აღებას 12 საათი დაელოდონ.

ავტორი: გიორგი გვიშიანი

დღის ამბები