20 ნოემბერი 2024,   22:25
ვრცლად
გარდაცვლილი პაციენტის მშობლები ექიმების წინააღმდეგ და გლანდების ოპერაციით გარდაცვლილი 3 წლის ლილე

3 წლის ლილე მხეიძის გარდაცვალების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. 21 აპრილს ბავშვი გლანდებისა და პოლიპების პოსტოპერაციული გართულების შედეგად გარდაიცვალა.

მას წინასწარი გამოკვლევა ბორჯომის „ჯეოჰოსპიტალში“ ჩაუტარდა. მშობლები აცხადებენ, რომ ექიმებმა ბავშვს ალერგიული სინჯები არ გაუკეთეს. მათი თქმით ბავშვს არც ოპერაციის შემდეგ აქცევდნენ სათანადო ყურადღებას, როდესაც ლილე გონზე ვერ მოდიოდა და სუნთქვის პრობლემები ჰქონდა.  

ექიმი, რომელმაც ბავშვს ოპერაცია გაუკეთა ინტერვიუზე უარს აცხადებს. 3 წლის ლილე ბოლოს თბილისში გადმოიყვანეს და ერთი თვე ის ჟვანიას კლინიკაში კომაში იმყოფებოდა. ექიმებმა ტვინის შეშუპების დიაგნოზი დასვეს.

სისხლის სამართლის საქმე 116-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას ითვალისწინებს. ლილეს მშობლებს ამ დრომდე უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა დარჩათ, თავის მხრივ ექიმები კი საკუთარ სიმართლეს ამტკიცებენ.   

ავტორი:თაკო მესხი

დღის ამბები