25 აპრილი 2024,   13:37
ვრცლად
30 გარდაცვლილი და 1562 ინფიცირებული - კორონავირუსის განახლებული სტატისტიკა

კორონავირუსის სტატისტიკა განახლდა - Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში 1562 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. სულ კორონავირუსით 332 441  ადამიანი დაინფიცირდა.

ბოლო 24 საათში COVID-19-ით 30 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ინფექციას 4499 ადამიანი ემსხვერპლა. 

განახლდა გამოჯანმრთელებულების სტატისტიკაც - კორონავირუსი დაამარცხა 1490​-მა ადამიანმა. სულ გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა 312 349 შეადგინა. 

ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 29 685, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 21 443, PCR  ტესტით - 8242.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური -  5,26% , ბოლო 14 დღის - 4,85%, ბოლო 7 დღის -  3,72%.

სულ აცრილია - 93 305, დღიურად აცრილია - 4021.

კარანტინის რეჟიმში - 70.

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -   4343.

კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები -  662.

დღის ამბები