09 ოქტომბერი 2024,   20:21
ვრცლად
უკრაინის საპარლამენტო არჩევნებში პოროშენკოს ბლოკი ლიდერობს

უკრაინაში საპარლამენტო არჩევნების პირველადი მონაცემებით, პეტრე პროშენკოს ბლოკი ლიდერობს. ხმების 10,15 პროცენტის დათვლის შედეგად, პრეზიდენტის პოლიტიკურმა გაერთიანებამ ამომრჩეველთა 21, 85 %-ს მხარდაჭერა მოიპოვა.

მეორე ადგილზე გავიდა არსენი იაცენიუკის "ეროვნული ფრონტი" მცირედი განსხვავებით, 21, 64 %-ით. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, რადაში ადგილები მიიღეს ოლეგ ლიაშკოს რადიკალურმა პარტიამ და ბლოკმა “თვითდახმარებამ”.

იულია ტიმოშენკოს პარტია „ბატკივშინა“ კი ხმების 6,37 %-ით მეექვსე ადგილზეა. ცესკოს პირველადი მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ, პრემიერსა და პრეზიდენტს შორის უკვე გაიმართა პირველი კონსულტაცია კოალიციის ფორმირებაზე.

მხარეები დღეიდან ყველა პოლიტიკურ ძალას მიიწვევენ კოალიიცის ჩამოყალიბების მიზნით გამართულ შეხვედრებზე.

პეტრე პოროშენკოს ბლოკის წევრებმა გამარჯვება უკვე აღნიშნეს.

მათ არსებულ გამოწვევებზე გაამახვილეს ყურადღება, პრეზიდენტმა კი დეცენტრალიზაციის მიზნით, საკონსტიტუციო ცვლილებების საჭიროებაზე ილაპარაკა.

               

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები