ტერორისტული დაჯგუფება ISIS-ი კავკასიაში განვითარებას გეგმავს. ინფორმაცია მათ ამის შესახებ გასულ კვირას გაავრცელეს. 2 კვირის წინ კი პანკისის ხეობაში სპეცოპერაცია ჩატარდა და ტერორისტულ დაჯგუფებასთან კავშირის ბრალდებით რამდენიმე ადამიანი დააკავეს.
პანკისის ხეობაში მოსახლეობა დღეს ღიად ISIS-ის შესახებ არ საუბრობს, ისინი თავს არიდებენ ჟურნალისტებთან საუბარს და ამბობენ, რომ ასე უფრო უსაფრთხოდ გრძნობენ თავს.
პანკისის ხეობაში იმყოფებოდა "პოსტსკრიპტუმის" ჟუნრალისტი პაატა იაკობაშვილი და ადგილზე გაეცნო ხეობაში არსებულ ვითარებას და იმ საქმეს, რომლის გამოც ხეობაში რადმენიმე პირი დააკავეს.