20 ნოემბერი 2024,   22:31
ვრცლად
არასამთავრობოები მთავრობისგან თავდაცვითი კონცეფციის წარდგენას ითხოვენ

ტერორისტული ორგანიზაცია კავკასიაში გაფართოებას აანონსებს. ISIS-ის წარმომადგენლებმა ინფორმაცია ამის შესახებ უკვე გაავრცელეს.

ინფორმაცია შემაშფოთებელი აღმოჩნდა "კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის" თავმჯდომარისთვის. ზაალ კასრელიშვილი ამბობს, რომ მთავრობამ უახლოეს პერიოდში უნდა შეიმუშავოს სამოქმედო გეგმა და ის ერთ შემთხვევაში ან უნდა გაასაჯაროოს, ან სპეციალურ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ინსტიტუტებს უნდა გააცნოს. 

კასრელიშვილის განცხადებით აუცილებელია გაწერილი იყოს გეგმა, თუ როგორ უნდა დაიცვას თავი ქვეყანამ ტერორისტიული ორგანიზაციისგან. 

"ხელისუფლებამ 2-3 კვირაში უნდა გაასაჯაროოს ან გავლენიან პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ინსტიტუტებს უნდა წარუდგინონ თავდაცვის ეროვნული დოქტრინა, ქართული ჯარის კონცეფცია და ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია. აუცილებელია, რომ ვიცოდეთ თუ როგორ ვუპირისპირდებით ამ მძიმე განსაცდელს,"- აცხადებს "პოსტსკრიპტუმთან" საუბრისას პოლიტოლოგი და კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის თავმჯდომარე ზაალ კასრელიშვილი. 

 
ამავე თემაზე
დღის ამბები