სირიაში პანკისის ხეობიდან წასული კიდევ ერთი ახალგაზრდა დაიღუპა. 23 წლის თურფალ ბორჩაშვილი სოფელ ძიბახევიდან იყო.
ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდა თურქეთში სამუშაოდ იყო წასული. თანასოფლელებს უჭირთ თქმა, თუ როდის გადაკვეთა ბორჩაშვილმა სირიის საზღვარი.
ინფორმაცია გარდაცვლების შესახებ პანკისელებმა ცოტა ხნის წინ შეიტყვეს.
მომხდარი დაადასტურეს როგორც ახმეტის გამგეობაში, ისე სოფლის ტერიტორიულ ორგანოში.
თურფალ ბორჩაშვილი საქართველოს მე-14 მოქალაქეა, რომელიც ე.წ "ისლამური სახელმწიფოს" მხარეს ბრძოლის დროს გარდაიცვალა.
ხეობაში კურიერის გადამღები ჯგუფი მუშაობს. მომხდარის სხვა დეტალები გაიგეთ უკვე დილის კურიერში.