03 ოქტომბერი 2024,   00:41
ვრცლად
როდიდან გაიყიდება სუპერთასის ბილეთები? - უეფა დღეს გადაწყვეტილებას მიიღებს

დღეს უნდა გაირკვეს როდიდან გაიყიდება ევროპის სუპერთასზე დასასწრები ბილეთები. ფეხბურთის ფედერაცია პასუხს უეფასგან ელოდება, რის შემდეგაც დეტალები პრესკონფერენციაზე გასაჯაროვდება.

უკვე ცნობილია, რომ ბილეთებს კვლავ biletebi.ge გაყიდის. როგორც კომპანიაში აცხადებენ, საიტი ტექნიკურად გაძლიერდა, ასევე შემუშავებულია გაყიდვის კონცეფცია, რომელიც უეფას გადაეგზავნა.

ევროპის სუპერთასი თბილისში, "დინამო არენაზე", 11 აგვისტოს გაიმართება და ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული "ბარსელონა" და ევროპა ლიგის გამარჯვებული "სევილია" დაუპირისპირდებიან.

 
დღის ამბები