20 ნოემბერი 2024,   00:41
ვრცლად
თბილისში სადეზინფექციო საშუალებების ფალსიფიკაციის ფაქტი გამოავლინეს

თბილისში სადეზინფექციო საშუალებების ფალსიფიკაციის ფაქტი გამოვლინდა.

გამოძიების ინფორმაციით, დანაშაულში მხილებულ, ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელს სარდაფში მოწყობილი ჰქონდა კუსტარული საამქრო, რომელშიც სისტემატურად ახდენდა სხვადსხვა ტევადობის ჭურჭელში სადეზინფექციო საშუალებების დამზადებას, დაფასოებასა და რეალიზაციას. 

ქიმიური ექსპერტიზების მიხედვით სითხეს შეცვლილი აქვს თვისობრიობა და არ შეიცავს ეტიკეტზე მითითებულ ნივთიერებებს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 1-დან 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დღის ამბები