19 მაისი 2024,   21:02
ვრცლად
რუსეთი საზღვრის დემარკაციისთვის სომხურ-აზერბაიჯანული კომისიის შექმნის წინადადებით გამოდის

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სიტუაცია კვლავ დაძაბული რჩება. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა. მისი თქმით, სომხეთის ტერიტორიაზე 600-მდე აზერბაიჯანელი სამხედრო იმყოფება.

ფაშინიანი ამბობს, რომ სომხეთი ყველაფერს გააკეთებს, რათა სამხედრო ესკალაცია არ დაუშვას, თუმცა აზერბაიჯანელმა სამხედროებმა სომხეთის ტერიტორია დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ.

პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთი საზღვრის დემარკაციისთვის სომხურ-აზერბაიჯანული კომისიის შექმნის წინადადებით გამოდის. ინიციატივა სერგეი ლავროვს ეკუთვნის.

დღის ამბები